ყველა იმას ვიმსახურებთ რასაც ვიღებთ! :)

….ზეპირი მსჯელობების შემდეგ თხზულებებზეც გადავედით. წერაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ზეპირად უნდა მოეთხროთ. თემა თავისუფალი იყო. საუკეთესო შეფასება წითურმა ანამ დაიმსახურა, სკოლის დამლაგებლის შვილმა, რომელიც მეექვსე კლასში სწავლობდა. გოგონამ ბუნებაზე გვიამბო. სხვათა შორის, ანა მარცვალ-მარცვალ კი არა, ასო-ასოც ძლივს კითხულობდა. არ აღიარებდა წერის არც ერთ ნორმას, სამაგიეროდ, ცოცხალი გონება ჰქონდა. მისი თზულება ნამდვილად იმსახურებს ფართო ასპარეზს. ვეცდები სიტყვა-სიტყვით გადმოვცე ეს უნიკალური ამბავი.

“ერთხელ მამა სადგურიდან მოდის და დედასთვის არაყი მოაქვს. თვითონ მაღაზიაში გადაკრა და გზაში ძილი მოუნდა. დაწვა, დაიძინა, მერე ადგა და სახლში წამოვიდა. დედილო ეკითხება: არაყი სადაა? ნახეს – არ არის არაყი. დედამ წაუთაქა, მაგრამ არ უტკენია. საერთოდ დედა კეთილია, ისე გცემს, არაფერს გატკენს. მერე ჰკითხა: – სად ეგდე? მამა ეუბნება: – ნაძვის ძირას მეძინა, სადგურიდან მოვდიოდი.
წავიდნენ ორივენი უკან სადგურისკენ და დაუწყეს არაყს ძებნა. ყველა ნაძვის ძირში ეძებეს, მაგრამ სად არის? არ არის არაყი. მობრუნდნენ უკან. დედილომ წაუტირა, მერე მამიკოს ისევ მოსდო, მაგრამ ძალიან არა… კეთილია დედა.
ისევ წავიდნენ არყის საძებნელად. ეძებეს, ეძებეს და… იპოვეს. ნაძვის ძირში კი არა, ფიჭვის ძირას ყოფილა.
ამიტომ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ბუნება და უნდა იცნობდე მას. მამას რომ სცოდნოდა, რით განსხვავდება ნაძვი ფიჭვისგან, არაყს ხომ მაშინვე იპოვიდნენ?! არც დედა მოსდებდა მეორედ”.

ზოგჯერ სამყაროს უნდა, რომ შევამჩნიოთ – “ბედის ვარსკვლავის ბრალია”

ეს ის მომენტია, როცა პოსტზე ორი დღე ფიქრობ. რაღაცას წერ. შემდეგ ერთი ხელის მოსმით ანადგურებ ნაშრომს და თავიდან ბეჭდავ. წამით თავში გაიფიქრებ, რომ ეს არ არის ამდენი შრომის ან დროის ღირსი, მაგრამ მე საკუთარ თავს ვერ მივეცი უფლება, ამ წიგნს ასე მოვპყრობოდი.

არასდროს მეგონა, თუ წიგნი შემიყვარდებოდა. (ზოგადად კითხვას არ ვგულისხმობ). მე შემიყვარდა წიგნი, რომელმაც გამოსვლისთანავე აჟიოტაჟი გამოიწვია და ბუნებრივია, მეც დამაინტერესა. ინტერნეტში ყდა რომ ვნახე, აღვფრთოვანდი: მინიმალისტური, არაჩვეულებრივი ყდა იყო და თან სათაურიც ისეთი, გულში რომ ჩაგრჩება: „ბედის ვარსკვლავის ბრალია.“ როცა მაღაზიიის კარი შევაღე და პირდაპირ ეს ლურჯი ფერი და შავ-თეთრი ღრუბლები დავინახე, აღტაცება ვერ დავმალე. ისევ ისეთი ყდითა და დიზაინით. მიხაროდა, რომ სუნის გარდა, წიგნის ,,გარეგნობაც“ მომწონდა.
ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც არ გეგონებათ, რომ ჩემია. ზოგადად, ძალიან მოვლილი წიგნები მაქვს, მაგრამ ეს, ყველაზე მეტად რომ ვუვლიდი, ჩემსას არ ჰგავს. კუთხეები სულ ჩავკეცე. რა აღარ მოვიფიქრე, რომ მნიშვნელოვანი ადგილები დამენიშნა და თან პირველივე თავიდან ვიცოდი, რომ ამაზე პოსტს დავწერდი. (ისიც ვიცოდი, ეს, ჩემი სხვა პოსტებისაგან განსხვავებით, ვრცელი იქნებოდა).tumblr_n7ccu0tez01txcb93o1_500

ეს წიგნი არის ის, რაც მე ყველაზე ძალიან მიყვარს: ადამიანობა. დავინახე, რომ ჩვენი წარმოდგენები სამყაროს შესახებ მცდარია. ჩვენ არ ვართ მისი ნაწილი. ის ტრიალებს ჩვენ ირგვლივ. ჩვენ გარეშე ის არაფერი იქნებოდა. (ვგონებ, სულიერი რომ ყოფილიყო, იფიქრებდა, რომ პლანეტები ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ). „ზოგჯერ სამყაროს უნდა, რომ შევამჩნიოთ,“ მაშინ, როცა ჩვენ ვტკბებით ცხოვრებით, ვართ ძლიერები და არაფრის გვეშინია. ასე მოექცა სამყარო წიგნის გმირებს, თავი შეახსენა. კიბოთი დააავადა საცოდავი ჰეზელ გრეისი და „თანაგრძნობის წრის“ სხვა წევრები. ზოგს მხედველობა წაართვა, ზოგს ფეხი. სამყარომ გამოუშვა თავისი რაზმის მთავარსარდალი, კიბო, ჰეზელის დასამარცხებლად. ავგუსტუსის დასამარცხებლად. ნაწილობრივ დაამარცხა კიდევაც, მაგრამ სამყარო ვერასდროს განსაზღვრავს, რას გავაკეთებთ ჩვენ მის მიერ განსაზღვრულ დროში. (ალბათ, მხოლოდ ეს არ შეუძლია გააკეთოს. ეს მისი სისუსტეა).tumblr_n7ljiilAkR1s80ow4o1_500

– ოოოოოო როგორ მინდა ყველაფერი ვთქვა ამ წიგნზე, მაგრამ არ ვიცი ამ პოსტში როგორ ჩავატიო. სათქმელი ძალიან ბევრია

„-ოკეი?
-ოკეი.“

ეს დიალოგი ჰეზელისა და  გასისთვის იგივე იყო, რაც:

-გიყვარვარ?
-მიყვარხარ. რა თქმა უნდა  მიყვარხარ, შენს გარეშე  ცხოვრება ვერ წარმომიდგენია    და უშენოდ, ალბათ, მოვკვდები.  მე შენ არასდროს დაგივიწყებ და  ვერც    გადამიყვარდები, რადგან შენზე უკეთესი ამ ქვეყნად არავინაა

რამდენს ატევდნენ ერთ სიტყვაში.

-აქვე მოვიხსენიებ ჰეზელის სასუნთქ ბალონ ფილიპს. ღამით, მისი ფილტვებისთვის განკუთვნილ BiPAP აპარატს. ლიდუვაის, ვან ჰაუტენს, ისააკის ძუკნა შეყვარებულ მონიკას. ისააკის დედას, პატრიკს, რომელიც პროსტატის კიბოს გადაურჩა და ამით „თანაგრძნობის წრის“ ყოველ შეხვედრაზე ტრაბახობდა. „ჯინებს“ ამსტერდამისთვის.“ გმადლობთ რომ იარსებეთ ამ მოგონილ სამყაროში, რომელმაც ასეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.

„ – შეყვარებული ვარ შენზე, – მიყურებდა. შევამჩნიე, როგორ აუთამაშდა თვალის კუთხეები, – შეყვარებული ვარ შენზე და საკუთარ თავს უარს ვერ ვეტყვი, არ შემიძლია სიმართლე არ ვთქვა.“

ეს მონაკვეთი იმიტომ წაგაკითხეთ, რომ მას დაელოდოთ კითხვისას, რომ ისეთივე არაადამიანურად ბედნიერი სახე გქონდეთ, როგორიც მე მქონდა.

– ასევე მოვიხსენებდი ჰეზელის tumblr_n85giaGtJY1rjeauxo1_500მშობლებს. მადლობა მათ, რომ ჩემთვის ოჯახის სიძლიერის სიმბოლოდ იქცნენ. მადლობა მათ, რომ მატირეს და მაცინეს ( იხ. გვ 202, მე-16 ხაზი).
არ მესმის მესამე გვერდზე უკმაყოფილო როგორ ჩამოვედი და როგორ არ დავსვი წერტილი აქამდე, მაგრამ ასეთი საოცრებებიც ხდება.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავაცნობიერე ბევრი ისეთი დეტალი, რასაც აქამდე ვერც კი ვამჩნევდი. ვგრძნობ, რომ წიგნმა გამზარდა და მგონი, სწორედ ესაა მისი დანიშნულებაც.

სპეციალური მადლობა ჯონ გრინს – ასეთი ნაწარმოებისათვის. როდრიგო ქორელს – ყდისათვის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ყველაფრისთვის ერთად.

ამიერიდან ვიცი, რომ თვით სამყაროსაც კი არ უნდა დაუხარო თავი, რადგან ის „სურვილების ამხდენი ქარხანა არაა.“

მიხარია, რომ მე ვარ

პ.ს ასე რატომ დავხატე მაშინ გაიგებთ, როცა წიგნს წაიკითხავთ. ასე რომ, სასწრაფოდ წიგნის მაღაზიისკენ.

ახალი წელი!!! :))

 ახალი წელი და შობა ყველა მართმადიდებლისათვის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ზამთრის 1 დღე და ფუსფუსი,მზადება ახალი წლისათვის  თითქოს და ერთდროულად იწყება. მთავარი ატრიბუტი კი ამ ყველაფრისა არის ნაძვის ხე, რომლის მორთვა და გალამაზება ერთდროულად აინტერესებს ოჯახის ყველა წევრს, დიდსა თუ პატარას. იმაზე კარგი არაფერია, როცა 31 დეკემბერს ლამაზი ნაძვის ხის ქვეშ ლამაზად შეფუთული საახალწლო საჩუქრები დაგხვდება ,,თოვლის ბაბუსაგა!!!” 

 მაგრამ ჯერ დაუბრუნდეთ გაუწყობელ და მოუკაზმავ  ნაძვის ხეს, რომელიც თავისთვის წყნარად დგას ტყეში და ზრუნავს ჩვენი O2-ის ,,გამდიდრებისთვის” ყველაფერი ძალიან მშვენიერი, მანამ სანამ არ გამოჩნდება ……. რომელიც მოჭრის ხეს!!! 😦 Image 

  სამწუხაროდ წელსაც, როგორც ეს  გასული წლების განმავლობაში ხდებოდა  ხის უკანონოდ მოჭრის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა, სოციალურ მედიაში ხშირად წავაწყდებით ,,news”-  თბილისში უკანონოდ მოპოვებული კრიპტომერიის და ნაძვის ჯიშის ნერგების რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. (თბილისსა და არა მარტო თბილისში) რაც თავისთავად უკვე სამწუხარო ფაქტია,რადგან კიდევ ერთი წელი გავიდა თუმცა ადამიანების გარკვეული ნაწილი კიდევ ვერ მიმხვდარა ერთ მარტივ წესს – ნაძვის ხის მოჭრა ლოკალიზირებული ადგილების გარდა აკრძალულია და ისჯება კანონით!!! აუცილებელია, რომ ვინმემ კანონის წესით დაგსაჯოს?! …

 Image 

 

ჩვენ შესახებ ,,parliament.ge ”- ზე

28 ნოემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის და სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერით კიდევ ერთი საერთო ინიციატივა განვახორციელეთ. რომელიც  საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ – გვერძე განთავსთა, Image 

ბ. ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ცაგარეიშვილი და მე 🙂 

ჩვენ, ანუ ჩვენ და პარლამენტი ისევ ბუნების სამსახურში!

   ჩვენ, ანუ ჩვენ და პარლამენტი ისევ ბუნების სამსახურში! ცოტა გაუგებარია თუმცა… პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება.  გუშინ პარლამენტში მაკულატურის შეგროვების საზეიმო ცერემონია მოეწყო, პარლემენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები საპარლამენტო კომიტეტის და სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერით.  ბავშვების ინიციატივით პარლამენტში დაიდგა 4 მწვანე კუთხე , ანუ ისედაც მშვენებით  აღსავსე პარლამენტს კიდევ  4 მწვანე კუთხე შეემატა, აქამდე ამგვარი ინიციატივით პარლამენტისთვის არავის მიუმართავს. გახსნას ესწრებოდა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის წევრები და კომიტეტის თავჯდომარე – ბ. გიორგი ცაგარეიშვილი . 

   ძალიან დიდი სურვილი მაქვს,რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს მაკულატურის შეგროვებით, რადგან თითოეული ქაღალდის დასამზადებლად გარემოს ერთით მეტი ხე არ დააკლდეს. მაკულატურა ექვემდებარება ხელახლა გადამუშავებას და ეს შესაძლებლობა, რომელიც მინიმუმია იმისა რაც უნდა გავაკეთოთ გარემოსათვის გამოვიყენოთ და გადავარჩინოთ გარემო! 

 თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააკეთოს იგივე, მიმართოს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეაგროვოს მაკულატტურა და მიღებული თანხით ჩვენ მსგავსათ იყიდეთ ნერგები და გაამწვანეთ თქვენი თემი. არჩევანი უკვე თქვენზეა! – პატივისცემით თ.მებურიშვილი 🙂 ImageImageImageImageImageImageImageImageImageImage

                               
 
 
 

შემომიერთდი,ერთად მოვინახულით დაცული ტერიტორიები!

 დღეს  კომპიუტერი ჩავრთე და ძალიან მაგარი, ნიუსი დამხვდა,სათაურით :დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და განათლების სამინისტროს ახალი პროგრამის პრეზენტაცია. ძალაინ დამაინტერესა და სიუჟეტი ბოლომდე ვნახე, დაცული ტერიტორიების სააგენტო სკოლებთან ერთად აწყობს მოგზაურობას სხვადასხვა კუთხეში დაცული ტერიტორიების და გარემოს დაცვის პოპულარიზაცისს მხრივ , რომელიც თავის მხრივ შეიცავს შემეცნებით და საინტერესო მოგზაურობას.  მე ჩემ კლუბთან ერთად აუცილებლად ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა, თქვენც იჩქარეთ და გახდით პირველები ვინც ძალიან საინტერესო მოგზაურობას დაგეგმავს ჯანსაღ გარემოში!

გისურვებთ წარმატებებს! 🙂 Image

ზნედაცემულობა….

ზნედაცემულობა….  – ამ სახელით გავრცელდა პოსტი დღეს facebook-ის ერთ ერთ გვერძე სადაც წერია,რომ  :

ეს უკვე სისასტიკის ყოველგვარ ზღვარს ცდება!!! უცვლელად ვდებ ტექსტს!! Vakhtang Mamaladze დღეს შემოვიდა ინფორმაცია-შოკისმომგვრელი ფაქტი! კერძოდ 11 ნოემბერს ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოქ. Imageორ ლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო. ძაღლის მფლობელი შოკირებულია ლეილა კიკნაველიძე და გვთხოვა შუამდგომლობა. ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის სახელით მივმართავთ პროკურატურას რათა საქმე აღიძრას სისხლის სამართლის 259-ე მუხლით და დამნაშავე დაისაჯოს იმედია ეს ფაქტი იქნება სამაგალითო და ყველას ეცოდინება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. სსცდს-ის თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე.

 მე მსურს, რომ დავეხმარო ვინმე ვახტანგს და ეს ტექსტი გავავრცელო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო ასეთ ბარბაროსობას და სისასტიკეს, მე ვგმობ  თამაზ ხურსკივაზის საქციელს, დაგმე შენც! 

 

მოგზაურობის ერთი დღე!!! :)

 გუშინ საღამოს საგურამოდან ჩამოვედი, აქამდე თითქოს და ამ არაუჩვეულებრივი ადგილიდან სიახლე არაფერი მომქონდა, თუმცა გასულ დღეს იქ ყოფნისას აღმოვაჩინე ერთი არაჩვეულებრივი ფაქტი, რამაც ძალიან კმაყოფილი დამტოვა,  მუდამ მწყდებოდა გული როცა ვხედავდი ჩვენი დიდი ქართელი მოღვაწის ილიას ძეგლი რა ცუდ დღეშიც იყო, ყურადღებას არავინ აქცევდა გუშინ კი ვნახე , რომ საგურამოში ილიას ძეგლთან დასუფთავების აქცია მიმდინარეობდა რამაც ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე მეც ჩავრთულიყავი და ჩემი წვრილი შემეტანა ამ არაჩვეულებრივ საქმეში, ბოლოს ისიც გაირკვა ,რომ ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოს ერთ–ერთი ნაწილი ძეგლის რეაბილიტაციის დასაწყებათ, რისთვისაც დიდ მადლოას ვუხდი ამ ღონისძების ორგანიზატორებს, მსურს რომ კვლავ ბევრი ფაქტი იყოს ასეთი სასიამოვნო!!! :)))) ImageImageImage

სამინისტრო აქაა!!!!

სამინისტრო აქაა!!!!

ხშირად მიწევს ჩემს ბლოგზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის ბ. გიორგი ცაგარეიშვილის ხსენება რადგან ეს არის ადამიანი,რომელიც მუდამ მზად არის გვერდში დაუდგეს ნებისმიერი ახალგაზრდის ინიციატივას, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნის მომავლისათვის. მისი წყალობით მოხდა გაკეთებულიყო მაშტაბური გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თვით მინისტრმა ქალბატონმა ხათუნა გოგალაძემ, პარლამენტრმა ბიძნა გუჯაბიძემ გუბაზ სანიკიძემ გიორგი ცაგარეიშვილმა და ნანა თალაკვაძემ. გამწვანების აქცია 4 ლოკალურ ადგილძე დაიგეგმა და შესრულდა. ნერგები და სამუშაო იარეღები სამინისტრომ გადმოგვცა. ზემოდ ხსენებული ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართული ნერგების დარგვაში მოსწავლეებთან ერთად და ძალიან სასარგებლო რჩერვებს გვაძლევდნენ გამწვანებასთან და ბუნების მოვლათან დაკავშირებით!!! :))) აქვე დიდი მადლობა ქ. ქუთაისისი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს , სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თითოეულ თანამშრომელს!!! :)))
ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ პატრიოტები, თუმცა

933902_104358923099640_1008243682_n 603653_104358933099639_2097057217_n 562520_104362049765994_1377734277_n 64099_104358959766303_1512911884_n 66014_104359373099595_1992646215_n 305863_104359109766288_635251254_n 528210_104359036432962_318755750_nარა მარტო მტრისგან არამედ ჩვენი თავისაგანაც დავიცვათ ქვეყანა,რადგან თითოეული ჩვენგანის მიერ უკანონოდ მოჭრილი და განადგურებული მცენარე საწინდარია მომავლის ჩამორჩენისა… დღეს თითოეული ზემოდ ხსენებული არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაცია მზადაა განახორციელოს თქვენი ყველა ქვეყნისთვი სასიკეთო საქმე!!! გისურვებთ წარმატებას!

კიდევ ერთხელ გარემოს დაცვა!!! :))

  დღეს დილით გავიღვიძე, მოვემზადე და გავემართე ტელე-კომპანია რიონისაკენ. ,,დილა’’ აქტიურად დაიწყო,თუცა ამ შემთხვევაში ნაკლებად ვფიქრობდი პროპაგანდა გამეწია გარემოს დაცვის კუთხით, რადგან  ამ შემთხვევაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით უნდა მესაუბრა ,რომელსაც ანხორციელებს  ქ.ქუთაისის განათლები განვითარების და დასაქმების ცენტრი-სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. 

 თუმცა ჩვეულერივ ყოველი დღე ვერ ჩაივლის ისე , რომ არ გავიხსენო ჩატარებული ღონისძიებები და მომავალი  ინიციატივები. ამ პროექტზე საუბრისას ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის ბ. გიორგი ცაგარეიშვილის ხსენებამ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადე მას და სამინისტროს იმ თანადგომისთვის რასაც ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი მოჰყვა. ამით იმის თქმა მინდა,რომ დღეს უკვე ყველგან კარგ ტონათ ითვლება როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა  ასევე გარემოს დამცველობა . კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ , რომ იყავით აქტიურები რათა ერთად გავხდეთ წარმატებული და ჯანმრთელი თაობა!!! :)) Image

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rioni&seekTime=30-10-2013+09%3A47