ყველა იმას ვიმსახურებთ რასაც ვიღებთ! :)

….ზეპირი მსჯელობების შემდეგ თხზულებებზეც გადავედით. წერაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ზეპირად უნდა მოეთხროთ. თემა თავისუფალი იყო. საუკეთესო შეფასება წითურმა ანამ დაიმსახურა, სკოლის დამლაგებლის შვილმა, რომელიც მეექვსე კლასში სწავლობდა. გოგონამ ბუნებაზე გვიამბო. სხვათა შორის, ანა მარცვალ-მარცვალ კი არა, ასო-ასოც ძლივს კითხულობდა. არ აღიარებდა წერის არც ერთ ნორმას, სამაგიეროდ, ცოცხალი გონება ჰქონდა. მისი თზულება ნამდვილად იმსახურებს ფართო ასპარეზს. ვეცდები სიტყვა-სიტყვით გადმოვცე ეს უნიკალური ამბავი.

“ერთხელ მამა სადგურიდან მოდის და დედასთვის არაყი მოაქვს. თვითონ მაღაზიაში გადაკრა და გზაში ძილი მოუნდა. დაწვა, დაიძინა, მერე ადგა და სახლში წამოვიდა. დედილო ეკითხება: არაყი სადაა? ნახეს – არ არის არაყი. დედამ წაუთაქა, მაგრამ არ უტკენია. საერთოდ დედა კეთილია, ისე გცემს, არაფერს გატკენს. მერე ჰკითხა: – სად ეგდე? მამა ეუბნება: – ნაძვის ძირას მეძინა, სადგურიდან მოვდიოდი.
წავიდნენ ორივენი უკან სადგურისკენ და დაუწყეს არაყს ძებნა. ყველა ნაძვის ძირში ეძებეს, მაგრამ სად არის? არ არის არაყი. მობრუნდნენ უკან. დედილომ წაუტირა, მერე მამიკოს ისევ მოსდო, მაგრამ ძალიან არა… კეთილია დედა.
ისევ წავიდნენ არყის საძებნელად. ეძებეს, ეძებეს და… იპოვეს. ნაძვის ძირში კი არა, ფიჭვის ძირას ყოფილა.
ამიტომ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ბუნება და უნდა იცნობდე მას. მამას რომ სცოდნოდა, რით განსხვავდება ნაძვი ფიჭვისგან, არაყს ხომ მაშინვე იპოვიდნენ?! არც დედა მოსდებდა მეორედ”.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s