ზოგჯერ სამყაროს უნდა, რომ შევამჩნიოთ – “ბედის ვარსკვლავის ბრალია”

ეს ის მომენტია, როცა პოსტზე ორი დღე ფიქრობ. რაღაცას წერ. შემდეგ ერთი ხელის მოსმით ანადგურებ ნაშრომს და თავიდან ბეჭდავ. წამით თავში გაიფიქრებ, რომ ეს არ არის ამდენი შრომის ან დროის ღირსი, მაგრამ მე საკუთარ თავს ვერ მივეცი უფლება, ამ წიგნს ასე მოვპყრობოდი.

არასდროს მეგონა, თუ წიგნი შემიყვარდებოდა. (ზოგადად კითხვას არ ვგულისხმობ). მე შემიყვარდა წიგნი, რომელმაც გამოსვლისთანავე აჟიოტაჟი გამოიწვია და ბუნებრივია, მეც დამაინტერესა. ინტერნეტში ყდა რომ ვნახე, აღვფრთოვანდი: მინიმალისტური, არაჩვეულებრივი ყდა იყო და თან სათაურიც ისეთი, გულში რომ ჩაგრჩება: „ბედის ვარსკვლავის ბრალია.“ როცა მაღაზიიის კარი შევაღე და პირდაპირ ეს ლურჯი ფერი და შავ-თეთრი ღრუბლები დავინახე, აღტაცება ვერ დავმალე. ისევ ისეთი ყდითა და დიზაინით. მიხაროდა, რომ სუნის გარდა, წიგნის ,,გარეგნობაც“ მომწონდა.
ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც არ გეგონებათ, რომ ჩემია. ზოგადად, ძალიან მოვლილი წიგნები მაქვს, მაგრამ ეს, ყველაზე მეტად რომ ვუვლიდი, ჩემსას არ ჰგავს. კუთხეები სულ ჩავკეცე. რა აღარ მოვიფიქრე, რომ მნიშვნელოვანი ადგილები დამენიშნა და თან პირველივე თავიდან ვიცოდი, რომ ამაზე პოსტს დავწერდი. (ისიც ვიცოდი, ეს, ჩემი სხვა პოსტებისაგან განსხვავებით, ვრცელი იქნებოდა).tumblr_n7ccu0tez01txcb93o1_500

ეს წიგნი არის ის, რაც მე ყველაზე ძალიან მიყვარს: ადამიანობა. დავინახე, რომ ჩვენი წარმოდგენები სამყაროს შესახებ მცდარია. ჩვენ არ ვართ მისი ნაწილი. ის ტრიალებს ჩვენ ირგვლივ. ჩვენ გარეშე ის არაფერი იქნებოდა. (ვგონებ, სულიერი რომ ყოფილიყო, იფიქრებდა, რომ პლანეტები ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ). „ზოგჯერ სამყაროს უნდა, რომ შევამჩნიოთ,“ მაშინ, როცა ჩვენ ვტკბებით ცხოვრებით, ვართ ძლიერები და არაფრის გვეშინია. ასე მოექცა სამყარო წიგნის გმირებს, თავი შეახსენა. კიბოთი დააავადა საცოდავი ჰეზელ გრეისი და „თანაგრძნობის წრის“ სხვა წევრები. ზოგს მხედველობა წაართვა, ზოგს ფეხი. სამყარომ გამოუშვა თავისი რაზმის მთავარსარდალი, კიბო, ჰეზელის დასამარცხებლად. ავგუსტუსის დასამარცხებლად. ნაწილობრივ დაამარცხა კიდევაც, მაგრამ სამყარო ვერასდროს განსაზღვრავს, რას გავაკეთებთ ჩვენ მის მიერ განსაზღვრულ დროში. (ალბათ, მხოლოდ ეს არ შეუძლია გააკეთოს. ეს მისი სისუსტეა).tumblr_n7ljiilAkR1s80ow4o1_500

– ოოოოოო როგორ მინდა ყველაფერი ვთქვა ამ წიგნზე, მაგრამ არ ვიცი ამ პოსტში როგორ ჩავატიო. სათქმელი ძალიან ბევრია

„-ოკეი?
-ოკეი.“

ეს დიალოგი ჰეზელისა და  გასისთვის იგივე იყო, რაც:

-გიყვარვარ?
-მიყვარხარ. რა თქმა უნდა  მიყვარხარ, შენს გარეშე  ცხოვრება ვერ წარმომიდგენია    და უშენოდ, ალბათ, მოვკვდები.  მე შენ არასდროს დაგივიწყებ და  ვერც    გადამიყვარდები, რადგან შენზე უკეთესი ამ ქვეყნად არავინაა

რამდენს ატევდნენ ერთ სიტყვაში.

-აქვე მოვიხსენიებ ჰეზელის სასუნთქ ბალონ ფილიპს. ღამით, მისი ფილტვებისთვის განკუთვნილ BiPAP აპარატს. ლიდუვაის, ვან ჰაუტენს, ისააკის ძუკნა შეყვარებულ მონიკას. ისააკის დედას, პატრიკს, რომელიც პროსტატის კიბოს გადაურჩა და ამით „თანაგრძნობის წრის“ ყოველ შეხვედრაზე ტრაბახობდა. „ჯინებს“ ამსტერდამისთვის.“ გმადლობთ რომ იარსებეთ ამ მოგონილ სამყაროში, რომელმაც ასეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.

„ – შეყვარებული ვარ შენზე, – მიყურებდა. შევამჩნიე, როგორ აუთამაშდა თვალის კუთხეები, – შეყვარებული ვარ შენზე და საკუთარ თავს უარს ვერ ვეტყვი, არ შემიძლია სიმართლე არ ვთქვა.“

ეს მონაკვეთი იმიტომ წაგაკითხეთ, რომ მას დაელოდოთ კითხვისას, რომ ისეთივე არაადამიანურად ბედნიერი სახე გქონდეთ, როგორიც მე მქონდა.

– ასევე მოვიხსენებდი ჰეზელის tumblr_n85giaGtJY1rjeauxo1_500მშობლებს. მადლობა მათ, რომ ჩემთვის ოჯახის სიძლიერის სიმბოლოდ იქცნენ. მადლობა მათ, რომ მატირეს და მაცინეს ( იხ. გვ 202, მე-16 ხაზი).
არ მესმის მესამე გვერდზე უკმაყოფილო როგორ ჩამოვედი და როგორ არ დავსვი წერტილი აქამდე, მაგრამ ასეთი საოცრებებიც ხდება.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავაცნობიერე ბევრი ისეთი დეტალი, რასაც აქამდე ვერც კი ვამჩნევდი. ვგრძნობ, რომ წიგნმა გამზარდა და მგონი, სწორედ ესაა მისი დანიშნულებაც.

სპეციალური მადლობა ჯონ გრინს – ასეთი ნაწარმოებისათვის. როდრიგო ქორელს – ყდისათვის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ყველაფრისთვის ერთად.

ამიერიდან ვიცი, რომ თვით სამყაროსაც კი არ უნდა დაუხარო თავი, რადგან ის „სურვილების ამხდენი ქარხანა არაა.“

მიხარია, რომ მე ვარ

პ.ს ასე რატომ დავხატე მაშინ გაიგებთ, როცა წიგნს წაიკითხავთ. ასე რომ, სასწრაფოდ წიგნის მაღაზიისკენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: