ბიოლოგიის საატესტატო გამოცდები ანალოგი, პასუხებით :)))

1. ვირუსები ჩვეულებრივ ნუკლეინის მჟავებს გარდა შეიცავს:

ცილებს

2. კვების როგორი ტიპი ახასიათებს საფუარა სოკოებს:

 საპროფიტული

3. ეუკარიოტებს მიეკუთვნება:

ამება

4. ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების აქტიური სინთეზი მიმდინარეობს:

 ინტერფაზაში

5. პლაზმური მემბრანის ფუნქციაში არ შედის:

 უჯრედის გაყოფა

6. უჯრედის გაყოფის დროს ცენტრიოლებს არ ევალება:

 ქრომატიდების განცალკევება

7. ცოცხალი ორგანიზმების რომელი ნიშან-თვისება ახასიათებს ვირუსებს:

გამრავლება

8. რომელ უჯრედულ ორგანოიდს არ გააჩნია მემბრანა:

 რიბოსომა

9. რა ქმნის ხორკლებს მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეზე?

 რიბოსომები

10. პასტერიზაცია არის პროდუქტების დამუშავება:

60-70 გრადუსზე

11. რიბოსომა ორგანოიდია, რომელიც წარმოიქმნება:

 ბირთვაკში

12. პირველი ვაქცინა შექმნა ინგლისელმა ექიმმა:

  ედუარდ ჯენერმა

13. უჯრედული თეორიის შექმნაში არ მონაწილეობდა:

 რობერტ ჰუკი

14. რომელი სამეფო არ მიეკუთვნება ეუკარიოტებს:

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები

15. ჩამონათვალიდან რომელი არ არის პათოგენური:

 ადამიანის ნაწლავის ჩხირი

16.რომელი ორგანიზმის ტემპერატურაა დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე?

ნიანგების

17. როგორი მიმართება არსებობს ბიოტურ და აბიოტურ ფაქტორთა შორის:

 მათ შორის ორმხრივი კავშირია

18. ჩამოთვლილიდან ბიოტური ფაქტორია:

მცენარეები

19. სად უფრო მეტად არის გამოხატული კონკურენცია:

სახეობებს შიგნით

20. ადამიანის ნაწლავში არსებულ ჭია ასკარიდას და ადამიანს შორის ურთიერთობა მიეკუთვნება:

 პარაზიტიზმს

21.ლიზოსომას ხატოვნად უწოდებენ „უჯრედულ ნაღმს“ ან უბრალოდ-დამშლელ სხეულაკს. რომელ ორგანულ ნივთიერებას შეიცავს ის?

ცილებს

22. ოსმოსის მოვლენა თანაბრად ახასიათებს როგორც მცენარეულ,ისე ცხოველურ უჯრედებს.მიუხედავად ამისა, მცენარეული უჯრედები წყლიან გარემოში არ იღუპებიან,რატომ?

უჯრედული კედელი მტკიცეა

23. რა არის ატფ?

ენერგიით მდიდარი ნაერთი

24. რომელ ნივთიერებას მიეკუთვნება ქიტინი?

ნახშირწყლებს

25. რომელი მოვლენა არ შეიძლება ჩაითვალოს სიმბიოზად:

გუგულის ბარტყი და სხვა ჩიტი

26. ამოიცანი უჯრედი: მოგრძო ფორმის,შეიცავს ქლოროპლასტებს,ცენტრში ვაკუოლია,მასთან ახლოს მცირე ბირთვი.

ფოთლის უჯრედი

27. მზის გამოსხივების რომელ სპექტრში მიმდინარეობს ფოტოსინთეზი?

ეთრი(ხილული)

28. ანაბიოზი ერთერთი ამოუცნობი მოვლენაა ბიოლოგიაში.ფაქტორთა რომელი ზეგავლენა აღინიშნება ამ დროს?

აბიოტური

29. საფუარა სოკოები ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში:ღვინის, ლუდის,პურის,ფერმენტების მისაღებად.რომელი პირობა ზღუდავს საფუარა სოკოების გამრავლებას საკვებ არეში?

 სპირტის დაგროვება არეში

30. ზოგი ბაქტერია ანტიბიოტიკებისადმი მაღალი რეზისტენტობით(მდგრადობით) გამოირჩევა.რომელ სტრუქტურას უნდა „უმადლოდეს“ ბაქტერია ამ უნარს?

 პლაზმიდს

31. ბაქტერიები იყოფიან ყოველ ოც წუთში,მიხედავად ამისა,მათ უსასრულოდ გამრავლება არ შეუძლიათ, რა არ ზღუდავთ მათ:

თხევადი გარემო

32. ბოტულიზმი მძიმე საკვებისმიერი მოწამვლაა.მისი გამომწვევი ბაქტერია მიეკუთვნება:

ანაერობულ ბაქტერიებს

33. ამოიცანი ორგანოიდი: ძაფის ან მარცვლის ფორმის ორმაგი მემბრანით შემოსაზღვრული ორგანოიდია,გარე მემბრანა გლუვია, შიგნითა კი შეიცავს მრავალრიცხოვან ნაოჭებსა და გამონაზარდებს,ანუ კრისტებს,აქ მუშაობენ ფერმენტები,მიმდინარეობს შინაგანი სუნთქვა.

მიტოქონდრია

34. ქრომოსომა არის:

სტრუქტურა
35. რა წარმოადგენს ცხოველებისა და მცენარეებისათვის სიგნალს სეზონური ცვლილებების დასაწყებად?

დღის ხანგრძლივობა

36. რომელი წყვილი არ ავლენს ნეიტრალიზმს:

  ქორი და ძერა

37. რომელი დაავადება არის გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით:

მენინგიტი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s