ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ!

როგორც ირკვევა, შვებულებიდან დაბრუნებული ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი ძალებს არ ზოგავს და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ახალ საკანონმდებლო ცვილილებებს მოახდენს პარლამენტის მხარდაჭერით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმად, მკაცრდება სანქციები სამეწარმეო მიზნებისათვის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე.

აღნიშნული კანონპროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განხილვის მიზნით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხე-ტყის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუ მისი საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, სამართალდამრღვევს ეკისრება მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა ხე-ტყის კონფისკაციის გარეშე. სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილების თანახმად, მკაცრდება სანქცია: ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით, ხოლო ხე-ტყე დაექვემდებარება კონფისკაციას.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მერქნული რესურსის მოპოვებისას აუცილებელია შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის აღება და დადგენილი საფასურის გადახდა. თუმცა, მოსახლეობისათვის აუცილებელი სამასალე და საშეშე მერქანი გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შეღავათიან ფასში.

აქვე გაცნობებთ, რომ მოსახლეობას უფლება აქვს სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები (სოკო, კენკრა, ხილი, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (ფიჩხი).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s