ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს მესაზღვრეებმა დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელექანის რაიონის მცხოვრებლები, რომლებიც სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მიმდებარედ მდ. ალაზნის ჭალაში, სასაზღვრო ზოლში ბენზოხერხებით ჭრიდნენ ხეებს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული შეტყობინების საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი არსებული სიტუაცია და გამოვლინდა, რომ უკანონოდ მოჭრილი იყო 7 ძირი ვერხვის ჯიშის ხე, 111,09 მ3 საერთო მოცულობით (მათ შორის, 105,74 მ3 – სამასალე, 5,35 მ3 – საშეშე მერქანი); გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 7 006,76 ლარი. აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.

 ჩემი აზრით,ყველა ასეთი  ფაქტი აღძრული უნდა იყოს სისხლის სამართლის ღონისძიებით,რადგანაც თიტოეული ნერგი ხე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის  🙂 🙂 Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s