მზის მავნე ულტრაისფერი გამოსხივების შესახებ!!!

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გირჩევთ, ზაფხულის პერიოდში, დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე, მაქსიმალურად მოერიდოთ მზის გულზე ყოფნას. გასულ საუკუნეში ადამიანის მიერ შექმნილმა ნივთიერებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დედამიწის ოზონის შრეს, რომელიც მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს. აშშ-ს ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) მონაცემების მიხედვით, ზაფხულის პერიოდში საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. 

მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად მიღებული დამწვრობა მკვეთრად ზრდის კანის სიმსივნით დაავადების ალბათობას. ადამიანის თვალი ძალიან მგრძნობიარეა მზის მავნე გამოსხივების მიმართ და თვალის კატარაქტით დაავადებათა ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მისგან არის გამოწვეული. ულტრაიისფერი გამოსხივება ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას.
შესაბამისად აუცილებელია დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისაგან. კერძოდ: 
• შუადღისას 30 წუთზე მეტს მზეზე ნუ გავჩერდებით;
• მზეზე გარუჯვისას გამოვიყენოთ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები; 
• დავიხუროთ ქუდი ან გამოვიყენოთ ქოლგა; 
• კანის შეძლებისდაგვარად დავიცვათ ტანსაცმლით;
• დავიცვათ თვალები მზის სათვალით.

 

თუმცა საუბედუროდ მზემ უკვე დაგვივიწყა მგონი :))) ImageImageImage

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s