ტრავერტინებისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება პრობლემატურია!!

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უკვე გადაწყვიტა, რომ სტეფანწმინდაში მდებარე ტრავერტინს ბუნების დაცული ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

თუმცა, ვინაიდან ტრავერტინი გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მდებარეობს და იქ გვირაბის გაკეთება აუცილებელია, ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება პრობლემატური ხდება.

ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამაც დაუდასტურა.

“სანამ ძეგლის სტატუსის მინიჭება მოხდება, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გადავწყვეტთ, ადამიანის სიცოცხლეს ხომ არ შეუშლის ხელს. თუ გვირაბი უნდა დაიკეტოს და მისი ალტერნატივა იქნება, ასეთ ალტერნატივაზე არავინ წავა, იმიტომ რომ გზადაა გვირაბი. მართალია, ახლა შემოვლითი გზებია, მაგრამ ზამთარში შემოვლითი გზა ვეღარ იქნება. მხოლოდ გვირაბი რჩება. თუ ადამიანის უსაფრთხოებაზე წავა ლაპარაკი, მაშინ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, _ ამბობს მურღულია.

მინისტრის მოადგილის თქმით, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მდებარე გვირაბით, სადაც ტრავერტინებთან შეხება მოხდა, ადრეც სარგებლობდნენ, თუმცა დიდი ხანია, მას რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

“მონაკვეთზე, სადაც ახლა მოხდა შეხება, 40 წლის წინანდელი ფოტოები გვაქვს, რომ იქ იყო გვირაბის თავზე ასასვლელი გზა. თუ ადამიანის სიცოცხლე დადგება საფრთხის ქვეშ და ეს გვირაბი საჭირო იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, შეთანხმებით, მოხდება შეხება. შეხვედრები ძალიან ინტენსიურად იმართება გარემოს დაცვის სამინისტროსთან. გადაწყდება, ამ გზის გაყვანა ჯობია, თუ არა. ისინი აკეთებენ მოკვლევას, ნებართვა სჭირდებოდა თუ არა, ამ გვირაბის რეაბილიტაციას. თუ გაირკვევა, რომ ისე შეიძლებოდა გაკეთება, რომ არ შეხებულიყვნენ, ამ შემთხვევაში დაისჯებიან დამნაშავეები. თუ ვინმეს შეცდომა დაფიქსირდა, პრობლემა არაა მისი დასჯა, რა დონეზეც არ უნდა იყოს. მეორე მომენტიც არის, რაღაც დოზით შეხება აუცილებლად მოუწევდა, იმიტომ რომ გვირაბიდან გამომდინარე, ისე ვერ დავტოვებდით. საერთოდ, გზა სადაც გადის, ის ზემოქმედებს ყველგან გარემოზე. კანონში არის ჩანაწერი, თუ ხდება ჩვეულებრივი რეაბილიტაცია, გზა და გვირაბი არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ახლა მიდის მსჯელობა, ის გვირაბი ისევ ისე დარჩება, თუ რაღაც სიმაღლე მოემატება”, _ აცხადებს შოთა მურღულია.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s