ზღვა, რომელიც ახლოა, მაგრამ _ ბინძური

რაღა უნდა ვთქვა თბილისის ზღვაზე ახალი, რაც არ თქმულა აქამდე…

Imageცხადია, სილამაზის და სიხალისის მომგვრელი წყალი დამხვდება იქ რომ ავალ, რაც ზაფხულს, სხვა სეზონებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად უხდება.

ვიცი, ეს წყალი იქნება გამჭვირვალე, მაგრამ არ იქნება სუფთა და მასში ბანაობაც შემეზარება.

ვიცი, რომ ნაგვით ავსებული დამხვდება იქაურობა, რაც კიდევ ერთხელ შემახსენებს, თუ რა ბედკრულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, არამედ _ გულისტკივილით. მიკვირს, აქამდე როგორ ვერ ვისწავლეთ, ნაგვის ურნამდე მიტანა და იქ ჩაყრა.

აქვე ერთ ეპიზოდს გავიხსენებდი ჩემი ბავშვობიდან, თუ რატომ და როდიდან აღარ ვყრი მე ქუჩაში ნაგავს. იქნება და ვინმეს გამოადგეს.

ერთხელ ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ამბობდა, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა ცუდი საქციელია. პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ ეს სიტყვები დღემდე დამამახსოვრდა და რატომღაც მის მერე აღარ მინდება, ქუჩაში ნაგვის გადაგდება.

ეს ეპიზოდი, ალბათ, მედიის ფუნქციებზე სამსჯელოდაც გამოდგებოდა, თუ რა დიდი ზემოქმედების ძალა აქვს კონკრეტულად ტელევიზიას, მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ზღვას.

ზღვას, რომელიც ლამაზია, მხოლოდ იმიტომ რომ ზღვაა…

მაგრამ აი, სანაპიროზე ამას ვერ ვიტყვით. ჩემი ეჭვი გამართლდა. ცელოფნის პარკები, ბოთლები, ლუდის ერთჯერადი ჭიქები… რას აღარ ნახავთ თბილისის ზღვის სანაპიროზე.

მოუწყობელი და ძველი ინფრასტრუქტურა. აქა იქ გაბნეული კაფეები… მაგრამ ზოგიერთს რატომღაც ურჩევნია, ზედ სანაპიროზე გაშალოს სუფრა და იქ მიირთვას ლუდი. ბოთლები და ჭიქები კი ადგილზე დატოვოს.

მუსიკაც ისმის, კაფეებშიც მოკრავ თვალს ხალხს, ზოგი ირუჯება, ბანაობს. ტიპური ზღვის სიტუაციაა, მაგრამ ამ ყველაფერს რატომღაც მაინც თან სდევს მოწყენილობა, რომელსაც შიგ და შიგ ბავშვების ანცობა თუ ამხიარულებს.

სხვა რამეც ხდება თბილისის ზღვაზე. მსურველებს იქ კატერით სეირნობა შეუძლიათ. არის მოედანი, სადაც, თუ ბურთს წაიღებ, ფეხბურთს და კალათბურთს ითამაშებ.

ამას გარდა, ზღვის თავზეა ყეენის მთა.

სწორედ იქ მდებარეობს “საქართველოს მატიანედ” წოდებული მონუმენტი, რომელიც წლების წინ, მოქანდაკე ზურაბ წერეთელია მიერ არის აგებული და შემქმნელის საჩუქარს წარმოადგენს თბილისისადმი, საქართველოსადმი.

საქართველოს ისტორიული მოვლენები, ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა, სხვადასხვა წმინდანების და იმ ადამიანების მონუმენტები, რომელთაც ღვაწლი გაიღეს ქვეყნისათვის _ ყოველივე ეს ქვებზეა აღბეჭდილი.

ყეენის მთაზევეა ღვთისმშობლის სახელობის პატარა ეკლესია, რომლის მსგავსსაც ვერსად ნახავთ. ამ ეკლესიის ფრესკები მინანქრით ზურაბ წერეთლის ესკიზების მიხედვით არის შესრულებული.

ასე რომ, თბილისის ზღვაზე კარგიც შეგიძლიათ იხილოთ და ცუდიც. მაგრამ იქ ასულები, გასართობად, საბანაოდ, გასარუჯად, თუ უბრალოდ სასეირნოდ, ნამდვილად დარწმუნდებით, რომ უკეთესი ადგილები გვჭირდება, უკეთესი..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s