აქცია კუს ტბაზე ხეების ჭრის წინააღმდეგ

თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორნის მშენებლობის გამო, ხეების ჭრა მიმდინარეობს.

გუშინდელი დღიდან მოყოლებული მოსახლეობა ამ ფაქტს აპროტესტებს _ დღეს დილით ნერგების ამოღებას შეუშალეს ხელი. საღამოს 5 საათზე კი თავისი პროტესტის დასაფიქსირებლად ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი.

სონია ელიაშვილი, აქციის მონაწილე: “ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ბავშვობაში მამაჩემი მასეირნებდა. ახლა აქ მას თავის შვილიშვილი დაჰყავს ხოლმე. აქ უცებ რომ ჩაგვიდგან რაღაც ურჩხული, არ გვინდა. არ ვარ იურისტი, მაგრამ როდესაც კანონი არის ისეთი, რომელსაც ხალხისთვის მოაქვს ზიანი, უკვე კანონიერებაზე საუბარი ზედმეტია. რესტორანი ხომ შენდება, მაგრამ პარკინგისთვის არ არის ადგილები გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ირგვლივ ხეები ისევ გაიჭრება. აქ იქნება საცობები და ა.შ. ბევრი პრობლემა მოჰყვება ამას. შეძლებისდაგვარად, დანებებას არ ვაპირებთ”.

ხათუნა სვიმონიშვილი, აქციის მონაწილე“ვაკის პარკი რა დღეშია! გასწორებულია მიწასთან! ახლა აქ მიდის მწვანე საფარის განადგურება. ქალაქში ვენტილაცია არ არის, ჟანგბადი არ არის და მეტი რაღა უნდა პროტესტს! ეს ტერიტორია უკანონოდ არის გაყიდული. ვიღაც ოფშორულ ზონაზე დარეგისტრირებულ კომპანიას ჰქონია ნაყიდი, როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს. ფეხის მოცვლას არ ვაპირებ აქედან, იმიტომ რომ ჩვენ, ვაკის რაიონის მაცხოვრებლებს, სხვა არაფერი გვაქვს”.

ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, საზოგადოებრივი კვების ობიექტის განთავსების მიზნით, სპეციალური ზონალური შეთანხმებით, თბილისის მერს 2012 წლის 22 მარტს აქვს გაცემული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობების უფლებას კანონმდებლობა იძლევა.

“2011 წელს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას შეეცვალა სტატუსი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, რეკრეაციული ზონა 3-ის სტატუსი მიენიჭა და ახლა ეს მშენებლობები, შეიძლება მართლაც ნებართვებით კეთდება. მაგრამ გამგეობებს რომ მიეცათ რეკრეაციული ზონების სტატუსის შეცვლის უფლება, ეს უკვე უკანონოა. აგერ არის კიკვიძის ბაღი, აგერ არის იპოდრომის ტერიტორია. რომელი ერთი ჩამოვთვალო. თბილისი არის სავალალო მდგომარეობაში. მესმის, რომ ქალაქს უნდა განვითარება, მაგრამ როდესაც სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას გეგმავს ქალაქის მთავრობა, მაშინ შესაძლებელია ასეთი აქტის ჩატარება, მაგრამ მე არა მგონია, რესტორანი, ბარი და ა.შ. იყოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი. ამ შემთხვევაში ეს ფაქტი ვიღაცის კერძო ინტერესებზეა მორგებულია. ეს არის კატასტროფა, უნდა გადაიხედოს ის წუნი , რის უფლებასაც მახინჯი კანონმდებლობა იძლევა”, _ ამბობს ჩვენთან საუბარში “მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი ლელა კიკნაძე.

გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილისთვის მსგავსი ფაქტები გასაკვირი არ ყოფილა, იმიტომ რომ, მისი თქმით, მთელს ქალაქში არის ტერიტორიები გასხვისებულImageImageImageImage

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s